მსოფლიო ჩემპიონატის მატჩში პორტუგალიისა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სასტარტო შემადგენლობები ცნობილია.
პორტუგალია - დიოგუ კოშტა; ჟოაუ კანსელუ, რენატუ ვეიგა, ტომას არაუჟო, ნუნუ მენდეში; ბრუნო ფერნანდეში, ბერნარდუ სილვა, ჟოაუ ნევეში, ვიტინია; კრიშტიანუ რონალდუ, პედრუ ნეტუ.
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა - ლიონელ მპასი; აარონ ვან-ბისაკა, სტივ კაპუადი, აქსელ ტუანზებე, შანსელ მბემბა, არტურ მასუაკუ; ნგალაიელ მუკაუ, სამუელ მუტუსამი, ედო კაიემბე; სედრიკ ბაკამბუ, იოან ვისა.
კრიშტიანუ რონალდუ სასტარტო შემადგენლობაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ლეგენდარული პორტუგალიელი ხდება ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელიც მე-6 მუნდიალზე ითამაშებს.
მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.