ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

მთელი მსოფლიო რონალდუს წინააღმდეგ
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

მთელი მსოფლიო რონალდუს წინააღმდეგ

4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

რონალდუს უკანასკნელი ოცნება: პორტუგალია კრიშტიანუსთვის „ომს“ აცხადებს


პორტუგალიის ნაკრების ყოფილი ვინგერი, ნანი მიიჩნევს, რომ ეროვნული გუნდის თითოეული ფეხბურთელი საკუთარ შესაძლებლობებზე მეტს გააკეთებს, რათა კრიშტიანუ რონალდუმ კარიერის მთავარი ჯილდო - მსოფლიო ჩემპიონის თასი მოიპოვოს.


ჩემპიონური მენტალიტეტი და ახალი თაობა


ნანიმ Portugal Football Summit პოდკასტში, რომლის ციტატებსაც O Jogo ავრცელებს, ნაკრების მიმდინარე შემადგენლობა შეაფასა და აღნიშნა, რომ რობერტო მარტინესის გუნდს იდეალური ბალანსი აქვს. რონალდუს ლიდერობით პორტუგალიამ უკვე მოიგო ევრო 2016 და ერთა ლიგის ორი ტიტული (2019 და 2025 წლებში), ახლა კი გუნდში გამოცდილებისა და ახალგაზრდული ამბიციების საუკეთესო სინთეზია.


გუნდში გვყავს ახალგაზრდა ტალანტები, რომლებმაც უკვე აჩვენეს უდიდესი სიმწიფე, მათ გვერდით კი გამოცდილი მოთამაშეები დგანან. პორტუგალიამ გამარჯვებისთვის მხოლოდ ერთი რამ უნდა გააკეთოს — შეინარჩუნოს ერთიანობა.


რონალდუს ფაქტორი და გლობალური მხარდაჭერა


39 წლის ნანიმ ხაზი გაუსვა, რომ 39 წლის კრიშტიანუს მოედანზე ყოფნა გუნდისთვის დამატებითი ენერგიის წყაროა. ფეხბურთელებს სურთ, პატივი მიაგონ ლეგენდის მემკვიდრეობას და მისი კარიერის კოლექციაში ბოლო, ყველაზე მნიშვნელოვანი ცარიელი ადგილი შეავსონ.


რონალდუს ავტორიტეტი სხვა მოთამაშეებს აიძულებს, უფრო მეტი გაიღონ მისთვის, გუნდისთვის და ქვეყნისთვის. ამ ყველაფრის უკან ულამაზესი ისტორია დგას. კრიშტიანუ მხოლოდ პორტუგალიელების მობილიზებას კი არ ახდენს, ის მთელ მსოფლიოს აერთიანებს. ამ მუნდიალზე პორტუგალიას უამრავი სხვადასხვა ეროვნების ქომაგი ეყოლება


კაპიტნის გარდა, მან მანჩესტერ იუნაიტედის ვარსკვლავი, ბრუნუ ფერნანდეშიც შეაქო და აღნიშნა, რომ მისი გამარჯვებულის მენტალიტეტი გუნდისთვის ფუნდამენტურია. თავად ნანი კი, სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ ფეხბურთს დაუბრუნდა და ყაზახურ აქტობეში თამაშობს.


პორტუგალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს ხვალ საღამოს, ჰიუსტონში, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ მატჩით იწყებს. ჯგუფში მათი მომდევნო მეტოქეები უზბეკეთი და კოლუმბია იქნებიან.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

კრიშტიანუ რონალდუ
portugal
პორტუგალია
პორტუგალიის ნაკრები
რონალდუ

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

რონალდუ: „სირთულეების დროს ვიხილავთ ნამდვილ ჩემპიონებს“

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

რონალდუ: „სირთულეების დროს ვიხილავთ ნამდვილ ჩემპიონებს“
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ყველაფერი, რაც K ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ყველაფერი, რაც K ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ფოტო: სპეციალური სამაჯურები - პორტუგალიის ნაკრები ჟოტას პატივს მიაგებს

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ფოტო: სპეციალური სამაჯურები - პორტუგალიის ნაკრები ჟოტას პატივს მიაგებს
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მესის და რონალდუს სინდრომი: რატომ უწოდეს მბაპეს ეგოისტი?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მესის და რონალდუს სინდრომი: რატომ უწოდეს მბაპეს ეგოისტი?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

12 ივნ, 2026

რონალდუ: „სირთულეების დროს ვიხილავთ ნამდვილ ჩემპიონებს“

News image

14 ივნ, 2026

ყველაფერი, რაც K ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026

News image

14 ივნ, 2026

ფოტო: სპეციალური სამაჯურები - პორტუგალიის ნაკრები ჟოტას პატივს მიაგებს

News image

15 ივნ, 2026

მესის და რონალდუს სინდრომი: რატომ უწოდეს მბაპეს ეგოისტი?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება