• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ყველაფერი, რაც K ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

ყველაფერი, რაც K ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო.


გთავაზობთ მუნდიალზე მონაწილე გუნდების განხილვას ჯგუფების მიხედვით.


ყველაფერი, რაც A ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026

ყველაფერი, რაც B ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026

ყველაფერი, რაც C ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026

ყველაფერი, რაც D ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026

ყველაფერი, რაც E ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026

ყველაფერი, რაც F ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026

ყველაფერი, რაც G ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026

ყველაფერი, რაც H ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026

ყველაფერი, რაც I ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026

ყველაფერი, რაც J ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026

დღეს K ჯგუფს წარგიდგენთ, სადაც კოლუმბიის, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, პორტუგალიისა და უზბეკეთის ნაკრებები იასპარეზებენ.


კოლუმბია 


კოლუმბიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე 6-ჯერ მონაწილეობდა - 1962, 1990, 1994, 1998, 2014 და 2018 წლებში.


მათი საუკეთესო შედეგი 2014 წელს დაფიქსირდა, როცა ხამეს როდრიგესის თაოსნობით გუნდი მეოთხედფინალში გავიდა და იქ მასპინძელ ბრაზილიასთან დამარცხდა.


მუნდიალებზე კოლუმბიელთა მხრიდან ყველაზე მეტი, 10-10 მატჩი ფრედი რინკონსა და კარლოს ვალდერამას აქვთ ჩატარებული, რომელთაც 3 ტურნირზე იასპარეზეს - 1990, 1994 და 1998 წლებში.


წელს ამ შედეგის გაუმჯობესება დავიდ ოსპინას (9 მატჩი) და ხამეს როდრიგესს (8 მატჩი) შეუძლიათ, რომლებიც ასევე მე-3 მუნდიალზე ითამაშებენ (2014, 2018, 2026).


კოლუმბიის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი მსოფლიო ჩემპიონატებზე 6 გოლით ხამეს როდრიგესია, რომელმაც ყველა გოლის გატანა 2014 წელს მოახერხა და ოქროს ბუციც მოიპოვა.


ფიფას ამჟამინდელ რეიტინგში კოლუმბია მე-14 ადგილზეა.



მეკარეები: დავიდ ოსპინა (ატლეტიკო ნასიონალი), კამილო ვარგასი (ატლასი), ალვარო მონტერო (ველეს სარსფილდი)


მცველები: დანიელ მუნიოსი (კრისტალ პალასი), ჯონ ლუკუმი (ბოლონია), სანტიაგო არიასი (ინდეპენდიენტე), იერი მინა (კალიარი), გუსტავო პუერტა (რასინგ სანტანდერი), იოჰან მოხიკა (მალიორკა), ვილერ დიტა (კრუს ასული), დეივერ მაჩადო (ნანტი), დავინსონ სანჩესი (გალათასარაი)


ნახევარმცველები: კევინ კასტანიო (რივერ პლეიტი), რიჩარდ რიოსი (ბენფიკა), ხორხე კარასკალი (ფლამენგო), ხამეს როდრიგესი (მინესოტა), ჯონ არიასი (პალმეირასი), ხუან პორტილია (ატლეტიკო პარანაენსე), ხეფერსონ ლერმა (კრისტალ პალასი), ხუან კინტერო (რივერ პლეიტი)


შემტევები: ლუის დიასი (ბაიერნი), ჯონ კორდობა (კრასნოდარი), კუჩო ერნანდესი (ბეტისი), ხამინტონ კამპასი (როსარიო სენტრალი), ლუის სუარესი (სპორტინგი), ანდრეს გომესი (ვასკო და გამა)


მწვრთნელი: ნესტორ ლორენცო


კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა


კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე მხოლოდ ერთხელ, 1974 წელს, მონაწილეობდა, როდესაც ქვეყანა ზაირის სახელით იყო ცნობილი.


ისინი გახდნენ პირველი სუბსაჰარული აფრიკული გუნდი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა.


შოტლანდიასთან, იუგოსლავიასა და ბრაზილიასთან ზაირი სამივე შეხვედრაში დამარცხდა და ტურნირი 0–14 საერთო ბურთების სხვაობით დაასრულა.


კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა ფიფას რეიტინგში ამ მომენტისთვის 46-ე ადგილს იკავებს.



მეკარეები: ლიონელ მპასი (ლე ავრი), ტიმოთი ფაიულუ (ნოა), მატიე ეპოლო (სტანდარდი)


მცველები: აარონ ვან-ბისაკა (ვესტ ჰემი), სტივ კაპუადი (ვიძევი), აქსელ ტუანზებე (ბარნლი), დილან ბატუბინსიკა (აელი), იორის კაიემბე (გენკი), შანსელ მბემბა (ლილი), გედეონ კალულუ (არის ლიმასოლი), არტურ მასუაკუ (ლანსი)


ნახევარმცველები: ნგალ'აიელ მუკაუ (ლილი), ნათანაელ მბუკუ (მონპელიე), სამუელ მუტუსამი (ატრომიტოსი), ტეო ბონგონდა (სპარტაკი), ნოა სადიქი (სანდერლენდი), აარონ ტშიბოლა (კილმარნოკი), შარლ პიკელი (ესპანიოლი), ედო კაიემბე (უოტფორდი)


შემტევები: ბრაიან სიპენგა (კასტელიონი), გაელ კაკუტა (აელი), მესჩაკ ელია (ალანიასპორი), სედრიკ ბაკამბუ (ბეტისი), ფისტონ მაიელე (პირამიდსი), იოან ვისა (ნიუკასლი), სიმონ ბანზა (ალ ჯაზირა)

მწვრთნელი: სებასტიან დესაბრი


პორტუგალია


პორტუგალიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 9-ჯერ მოიპოვა საგზური — 1966, 1986, 2002 წლებსა და ყველა გათამაშებაზე მას შემდეგ.


ამ მდგომარეობით, მათი საუკეთესო შედეგი 1966 წელს მოპოვებული მე-3 ადგილია, ხოლო 2006 წელს პორტუგალია მე-4 ადგილზე გავიდა.


პორტუგალია 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი იქნება, მათ მასპინძლობის უფლება მაროკოსა და ესპანეთთან ერთად მიიღეს.


პორტუგალიელთა მხრიდან მუნდიალებზე ყველაზე მეტი, 22 მატჩი კრიშტიანუ რონალდუს აქვს ჩატარებული, რომელიც წელს რეკორდულ მე-6 მსოფლიოზე ითამაშებს - 2006, 2010, 2014, 2018, 2022 და 2026.


მუნდიალებზე გუნდის საუკეთესო ბომბარდირი 9 გოლით კი ლეგენდარული ეუსებიოა, რომელმაც ყველა გოლი 1966 წლის ისტორიულ ტურნირზე გაიტანა.


წელს კრიშტიანუ რონალდუს ამ რეკორდის მოხსნაც შეუძლია, რომელმაც ხუთივე მუნდიალზე ჯამში 8 გოლის გატანა მოახერხა, ახლა კი მას შეუძლია პირველი ფეხბურთელი გახდეს, რომელიც გოლს 6 მსოფლიო ჩემპიონატზე მიითვლის.


ასევე აღსანიშნავია, რომ წლევანდელ ტურნირზე 41 წლის რონალდუ მინდვრის ყველაზე ხანდაზმული მოთამაშე და კაპიტანი იქნება.


პორტუგალია ფიფას რეიტინგში მე-5 პოზიციაზეა.



მეკარეები: დიოგუ კოშტა (პორტუ), ჟოზე სა (ვულვზი), რუი სულვა (სპორტინგი)


მცველები: ნელსონ სემედუ (ფენერბაჰჩე), რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი), ტომას არაუჟო (ბენფიკა), დიოგუ დალო (მანჩესტერ იუნაიტედი), რენატუ ვეიგა (ვილიარეალი), გონსალუ ინასიუ (სპორტინგი), ჟოაუ კანსელუ (ბარსელონა), სამუ კოშტა (მალიორკა), ნუნუ მენდეში (პსჟ)


ნახევარმცველები: მატეუშ ნუნეში (მანჩესტერ სიტი), ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერ იუნაიტედი), ბერნარდუ სილვა (მანჩესტერ სიტი), ჟოაუ ნევეში (პსჟ), რუბენ ნევეში (ალ ჰილალი), ვიტინია (პსჟ)


შემტევები: კრიშტიანუ რონალდუ (ალ ნასრი), გონსალუ რამოში (პსჟ), ჟოაუ ფელიქსი (ალ ნასრი), ფრანსისკუ ტრინკაუ (სპორტინგი), რაფაელ ლეაუ (მილანი), პედრუ ნეტუ (ჩელსი), გონსალუ გედეში (სოსიედადი), ფრანსისკუ კონსეისაუ (იუვენტუსი)


მწვრთნელი: რობერტო მარტინესი


უზბეკეთი


უზბეკეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს.


2025 წლის 5 ივნისს მათ ისტორიაში პირველად მოიპოვეს ფინალურ ეტაპზე გასვლის უფლება, როდესაც სტუმრად არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან 0:0 ითამაშეს.


ამით უზბეკეთი გახდა ცენტრალური აზიის პირველი ქვეყანა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე კვალიფიკაცია მოიპოვა, ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირის მე-3 რესპუბლიკა რუსეთისა და უკრაინის შემდეგ, რომელმაც მუნდიალის ფინალურ ეტაპზე გასვლა შეძლო.


ისტორიულ მუნდიალზე უზბეკეთს ლეგენდარული ფაბიო კანავარო გაწვრთნის.


უზბეკები ფიფას ამჟამინდელ რეიტინგში 51-ე ადგილზე არიან.



მეკარეები: უტკირ იუსუპოვი (ნავბაჰორი), აბდუვოჰიდ ნემატოვი (ნესაფი), ბოტირალი ერგაშევი (ფერგანა)


მცველები: აბდუკოდირ ხუსანოვი (მანჩესტერ სიტი), ხოჯიაკბარ ალიჯონოვი (ფახთაქორი), ფარუხ საიფიევი (ფერგანა), რუსტამ აშურმატოვი (ესტეგლალი), შერზოდ ნასრულაევი (ნასაფი), უმარ ეშმუროდოვი (ნასაფი), აბდულა აბდულაევი (დიბა), ბეხრუზ ქარიმოვი (სურხონი), ავაზბეკ ულმასალიევი (AGMK), ჯახონგირ უროზოვი (სამარქანდი)


ნახევარმცველები: ახმალ მოზგოვოი (ფახთაქორი), ოტაბეკ შუქუროვი (ბანიასი), ჯამშიდ ისქანდეროვი (ფერგანა), ოდილჯონ ჰამრობეკოვი (ტრაქტორი), ჯალოლიდინ მაშარიპოვი (ესტეგლალი), ოსტონ ურუნოვი (პერსეპოლისი), დოსტონბეკ ხამდამოვი (ფახთაქორი), აზიზჯონ განიევი (ალ ბატაეჰი), აბოსბეკ ფაიზულაევი (ბაშაქშეჰირი), შერზოდ ესანოვი (ბუხარა)


შემტევები: ელდორ შომუროდოვი (ბაშაქშეჰირი), აზიზბეკ ამონოვი (სამარქანდი), იგორ სერგეევი (პერსეპოლისი) 


მწვრთნელი: ფაბიო კანავარო


K ჯგუფის განრიგი


ტური 1


პორტუგალია - კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა (17 ივნისი, 21:00)

უზბეკეთი - კოლუმბია (18 ივნისი, 06:00)


ტური 2


პორტუგალია - უზბეკეთი (23 ივნისი, 21:00)

კოლუმბია - კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა (24 ივნისი, 06:00)


ტური 3


კოლუმბია - პორტუგალია (28 ივნისი, 03:30)

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა - უზბეკეთი (28 ივნისი, 03:30)

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

colombia
congo-dr
portugal
uzbekistan

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

4 მიზეზი, თუ რატომ ხევს რონალდუ პორტუგალიას უკან

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

4 მიზეზი, თუ რატომ ხევს რონალდუ პორტუგალიას უკან
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მარტინესი: "ჟოტა ჩვენი მთავარი ინსპირაციაა"

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მარტინესი: "ჟოტა ჩვენი მთავარი ინსპირაციაა"
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

რონალდუ: „სირთულეების დროს ვიხილავთ ნამდვილ ჩემპიონებს“

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

რონალდუ: „სირთულეების დროს ვიხილავთ ნამდვილ ჩემპიონებს“
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ფოტო: სპეციალური სამაჯურები - პორტუგალიის ნაკრები ჟოტას პატივს მიაგებს

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ფოტო: სპეციალური სამაჯურები - პორტუგალიის ნაკრები ჟოტას პატივს მიაგებს
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

11 ივნ, 2026

4 მიზეზი, თუ რატომ ხევს რონალდუ პორტუგალიას უკან

News image

11 ივნ, 2026

მარტინესი: "ჟოტა ჩვენი მთავარი ინსპირაციაა"

News image

12 ივნ, 2026

რონალდუ: „სირთულეების დროს ვიხილავთ ნამდვილ ჩემპიონებს“

News image

1 სთ წინ

ფოტო: სპეციალური სამაჯურები - პორტუგალიის ნაკრები ჟოტას პატივს მიაგებს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება