ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ინგლისი, პორტუგალია, ხორვატია და კოლუმბია მუნდიალს იწყებენ
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

ინგლისი, პორტუგალია, ხორვატია და კოლუმბია მუნდიალს იწყებენ

5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

L და K ჯგუფები მსოფლიო ჩემპიონატის პირველ სათამაშო დღეს იწყებენ.


განსაკუთრებული ყურადღება ინგლისისა და ხორვატიის დაპირისპირებას დაეთმობა - 2 ევროპული გრანდი, რომლებმაც საკვალიფიკაციო ეტაპი წაუგებლად გაიარეს და რომლებიც ერთმანეთს 2018 წლის მუნდიალის ნახევარფინალშიც შეხვდნენ.


L ჯგუფში ყურადღება დალასიდან ტორონტოში გადაინაცვლებს, სადაც აფრიკული ზონის საკვალიფიკაციო ეტაპზე შთამბეჭდავად მოთამაშე განა მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩში პანამას დაუპირისპირდება, რომელიც მუნდიალზე ისტორიაში მხოლოდ მეორედ ასპარეზობს.


K ჯგუფში კიდევ 2 საინტერესო შეხვედრა გაიმართება. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატს 52-წლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება, ჰიუსტონში პორტუგალიასა და კრიშტიანუ რონალდუს შეხვდება.


ხოლო მეხიკოში ტურნირზე დებიუტი უზბეკეთს ექნება. ფაბიო კანავაროს გაწვრთნილ გუნდს სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი გამორჩეული ნაკრები, კოლუმბია, დაუპირისპირდება.


ინგლისი - ხორვატია (18 ივნისი, 00:00)


ევროპული ფეხბურთის 2 მძიმეწონოსანი, ინგლისი და ხორვატია, მსოფლიო ჩემპიონატის კამპანიას დალასის სტადიონზე ერთმანეთთან შეხვედრით გახსნიან.


ხორვატიამ, რომელიც კატარი 2022-ზე მე-3 ადგილზე გავიდა და მანამდე 2018 წელს ფინალისტი იყო, ევროპის საკვალიფიკაციო ჯგუფში წაუგებლად გაიმარჯვა.


თომას ტუხელის ინგლისმა კი თავის ჯგუფში 100%-იანი შედეგი აჩვენა და ოპტიმიზმით ხვდება მორიგ მცდელობას, გაიმეოროს ქვეყნის ერთადერთი მსოფლიო ტრიუმფი, რომელიც 1966 წელს მოიპოვა.



სავარაუდო შემადგენლობები


ინგლისი - პიკფორდი; ჯეიმსი, კონსა, გეჰი, ო'რაილი; რაისი, ანდერსონი, ბელინგემი; საკა, კეინი, გორდონი.


ხორვატია - ლივაკოვიჩი; სტანიშიჩი, ჩალეტა-ცარი, შუტალო, გვარდიოლი; მოდრიჩი, კოვაჩიჩი; პაშალიჩი, კრამარიჩი, პერიშიჩი; ბუდიმირი.


ინგლისისა და ხორვატიის ერთადერთი შეხვედრა მსოფლიო ჩემპიონატზე 2018 წლის ნახევარფინალში შედგა.


კირან ტრიპიერმა მატჩის მე-5 წუთზე შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით ინგლისი დააწინაურა, მაგრამ შესვენების შემდეგ ლუკა მოდრიჩისა და მისი თანაგუნდელების აქტიურობამ შედეგი გამოიღო.


ივან პერიშიჩმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო დამატებით დროში მარიო მანჯუკიჩმა გამარჯვების გოლი გაიტანა და ხორვატია ფინალში გაიყვანა.


განა - პანამა (18 ივნისი, 03:00)


განა მსოფლიო ჩემპიონატზე მეხუთედ მონაწილეობს და წარმატებული სტარტის აღებას შეეცდება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ბრაზილია 2014-სა და კატარი 2022-ზე ტურნირებს ჯგუფური ეტაპიდან გამოეთიშა.


„შავი ვარსკვლავები“ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრწყინვალედ გამოიყურებოდნენ და ჯგუფში პირველი ადგილი დამაჯერებლად დაიკავეს.


ახლა მათ პანამა ელით, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე მეორედ თამაშობს. „ლოს კანალეროსის“ დებიუტი 2018 წელს შედგა, თუმცა სამივე მატჩი წააგო.


მიუხედავად ამისა, ცენტრალური ამერიკის ერთ-ერთ უძლიერეს ნაკრებს, რომელმაც CONCACAF-ის მოიგო, ხმაურის ატეხვის პოტენციალი ნამდვილად აქვს.



სავარაუდო შემადგენლობები


განა - ასარე; სეიდუ, აჯეტეი, მუმინი, მენსაჰი; იირენკი, სიბო; ფატაუ, ოუსუ, სემენიო; აიუ.


პანამა - მოსკერა; მურილიო, ესკობარი, კორდობა, დევისი; გოდოი, მარტინესი, კარასკილია; ბარსენასი, დიასი, ფახარდო.


პორტუგალია - კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა (17 ივნისი, 21:00)


პორტუგალია მსოფლიო ჩემპიონატს ტეხასში კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ დაიწყებს.


პორტუგალიელებმა შესარჩევი ეტაპი დამაჯერებლად ჩაატარეს და 6 მატჩში 20 გოლი გაიტანეს, რითაც პირველი მსოფლიო ტიტულისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს.


კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კი მსოფლიო ჩემპიონატს 1974 წლის შემდეგ პირველად უბრუნდება. მათ მექსიკაში გამართულ პლეი-ოფში იამაიკა 1:0 დაამარცხეს და ფინალურ ეტაპზე ადგილი მოიპოვეს.


ეს 2 გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში პირველად შეხვდება ერთმანეთს.


კრიშტიანუ რონალდუ შეეცდება ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდეს, რომელიც გოლს მე-6 მუნდიალზე გაიტანს.



სავარაუდო შემადგენლობები


პორტუგალია - კოშტა; დალო, დიაში, ვეიგა, მენდეში; ვიტინია, ნევეში, ფერნანდეში; კონსეისაო, რონალდუ, ლეაო.


კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა - მპასი-ნზაუ; ვან-ბისაკა, მბემბა, ტუანზებე, მასუაკუ; სადიკი, მუტუსამი; მბუკუ, ვისა, ელია; ბაკამბუ.


უზბეკეთი - კოლუმბია (18 ივნისი, 06:00)


ბრაზილია 2014-ის მეოთხედფინალისტი კოლუმბია, რომელმაც წინა მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვა, დიდ სცენაზე შთამბეჭდავად დაბრუნდა.


სამხრეთ ამერიკის საკვალიფიკაციო ეტაპზე მათ ბრაზილიასა და ურუგვაისაც კი აჯობეს და საგზური ვადაზე ადრე მოიპოვეს.


პირველ მატჩში მათ უზბეკეთი ელით - პირველი ცენტრალურაზიური ქვეყანა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.


ფაბიო კანავაროს ხელმძღვანელობით „თეთრი მგლები“ მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულის გამოცდილებასა და ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელებს აერთიანებენ.


აზიური საკვალიფიკაციო მარათონის 16 მატჩში მათ მხოლოდ ერთხელ წააგეს და დიდ თავდაჯერებულობას ასხივებენ.



სავარაუდო შემადგენლობები


უზბეკეთი - იუსუპოვი; აბდულაევი, აშურმატოვი, ხუსანოვი; საიფიევი, შუკუროვი, ხამრაბეკოვი, ნასრულაევი; ფაიზულაევი, ურუნოვი; შომუროდოვი.


კოლუმბია - ვარგასი; მუნიოსი, დავინსონ სანჩესი, ლუკუმი, მოხიკა; ლერმა, რიოსი; ლუის დიასი, არიასი, ხამეს როდრიგესი; ლუის სუარესი.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

colombia
congo-dr
croatia
england
ghana
panama
portugal
uzbekistan

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

მოდრიჩმა მუნდიალზე საკუთარ მომავალზე ისაუბრა

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მოდრიჩმა მუნდიალზე საკუთარ მომავალზე ისაუბრა
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ინგლისის ნაკრების მცველი ტრავმის გამო მუნდიალს გამოტოვებს

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ინგლისის ნაკრების მცველი ტრავმის გამო მუნდიალს გამოტოვებს
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მთელი მსოფლიო რონალდუს წინააღმდეგ

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მთელი მსოფლიო რონალდუს წინააღმდეგ
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

რობერტო მარტინესი პორტუგალიის ნაკრებს დატოვებს

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

რობერტო მარტინესი პორტუგალიის ნაკრებს დატოვებს
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

15 ივნ, 2026

მოდრიჩმა მუნდიალზე საკუთარ მომავალზე ისაუბრა

News image

16 ივნ, 2026

ინგლისის ნაკრების მცველი ტრავმის გამო მუნდიალს გამოტოვებს

News image

19 სთ წინ

მთელი მსოფლიო რონალდუს წინააღმდეგ

News image

3 სთ წინ

რობერტო მარტინესი პორტუგალიის ნაკრებს დატოვებს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება