ინგლისის პრემიერ ლიგის მე-10 ტურში მანჩესტერ სიტიმ ბორნმუთი 3-1 დაამარცხა.
ანგარიში მე-17 წუთზე ერლინგ ჰალანდმა გახსნა, 25-ე წუთზე ტაილერ ადამსმა წონასწორობა აღადგინა, 33-ე წუთზე კი ნორვეგიელმა დუბლი შეასრულა.
მე-60 წუთზე ნიკო ო'რაილიმ ანგარიში 3-1 გახდა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
სიტიმ ამ მოგებით 19 ქულა დააგროვა და ცხრილში მე-2 ადგილზეა, ლიდერ არსენალთან ჩამორჩენა 6 ქულაა.
ერლინგ ჰალანდი ბომბარდირთა დავას 13 გოლით ლიდერობს და მდევრებს 7 გოლით უსწრებს.
17' ჰალანდი 1-0
25' ადამსი 1-1
33' ჰალანდი 2-1
60' ო'რაილი 3-1