VIDEO: იამალის დუბლი და ადეიემის ლამაზი გოლი - ბარსამ ლევანტეს მოუგო
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანეთის ლა ლიგის მე-5 ტურში ლევანტემ საკუთარ მოედანზე ბარსელონა მიიღო.
შეხვედრაში ანგარიში სწრაფი გოლით გაიხსნა. მე-5 წუთზე რაფინიას პასის შემდეგ სტუმრები ჩავი ესპარტმა დააწინაურა, მე-19 წუთზე კი ბრაზილიელის მე-2 ასისტის შემდეგ სხვაობა ორამდე ლამინ იამალმა გაზარდა.
მეორე ტაიმის სტარტზე ბარსელონამ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. 48-ე წუთზე ლამინ იამალმა პენალტი ზუსტად შეასრულა და დუბლი მიითვალა.
მატჩის ბოლოსკენ ლევანტემ სიტუაცია დაძაბა. 79-ე წუთზე ჩავი ესპარტის შეცდომთ ივან რომერომ ისარგებლა და ერთი ბურთი გაქვითა, 88-ე წუთზე კი როჯერ ბრუგეს სოლო-რეიდის ლევანტემ სხვაბა მინიმუმამდე შეამცირა.
თუმცა მასპინძლებმა თამაშის გადარჩენა ვეღარ შეძლეს და კომპენსირებულ დროში მატჩჩს წერტილი ულამაზესი გოლით კატალონიელთა ახალწვეულმა კარიმ ადეიემიმ დაუსვა (2-4).
ამ გამარჯვებით ჰანსი ფლიკის გუნდი ლა ლიგის ახალი სეზონის სტარტზე კვლავ უდანაკარგოა და 15 ქულით სატურნირო ცხრილს სათავეში უდგას.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელი დუბლის შემდეგ ლამინ იამალი ბომბარდირთა დავაში 6 გოლით რაფინიას, სერხიო კამელიოსა და კილიან მბაპეს გაუთანაბრდა.