VIDEO: ინდიანა აღმოსავლეთ კონფერენციის ჩემპიონია - MVP სიაკამია
01 ივნ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიაში ინდიანა პეისერსმა ნიუ იორკ ნიქსი 125-108 დაამარცხა და სერია დახურა (4-2).
გამარჯვებულ გუნდს პასკალ სიაკამმა ულიდერა, რომელმაც 31 ქულა დააგროვა. სიაკამი ამ სერიის MVP გახდა.
შესაბამისად, ინდიანა აღმოსავლეთ კონფერენციის ჩემპიონი გახდა და ეს 2000 წლის შემდეგ პირველად მოახერხა. მაშინაც პეისერსმა სწორედ ნიქსი დაამარცხა 6 მატჩში.
სუპერფინალში ინდიანას მეტოქე ოკლაჰომა სიტი თანდერი იქნება, რომელმაც დასავლეთ კონფერენციის ფინალში მინესოტა ტიმბერვულვზს სძლია.