NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიაში ნიუ იორკ ნიქსი ინდიანა პეისერსს დაუპირისპირდა და 111-94 დაამარცხა.
ნიუ იორკელებმა ამ მოგებით სერიის ანგარიშში სხვაობა შეამცირეს და შანსი დაიტოვეს (3-2).
ნიქსს ჯეილენ ბრანსონმა (32 ქულა) და კარლ-ენტონი თაუნსმა (24 ქულა, 13 მოხსნა) ულიდერეს.
გუნდებს შორის სერიის მე-6 მატჩი 1 ივნისს გაიმართება - ინდიანას სუპერფინალამდე ერთი ნაბიჯი აშორებს, ნიქსი კი შეეცდება სერია მე-7 მატჩამდე მიიყვანოს.
VIDEO: ოკლაჰომა დასავლეთ კონფერენციის ჩემპიონია - MVP შაი გახდა