სერია ა-ს მე-6 ტურში ინტერმა შინ პარმა გაანადგურა - 3:0.
ჯუზეპე მეაცაზე შეკრებილმა პუბლიკამ მატჩის სამივე გოლი პირველ ტაიმში იხილა - თავის გამოჩენა სუჩიჩმა, ჩალჰანოღლუმ და ტურამმა მოახერხეს.
ამის შემდეგ ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს მატჩის მშვიდად ჩამთავრება და 3 მშვიდი ქულის მოპოვება აღარ გასჭირვებია.
ინტერმა 16 ქულა დააგროვა და ცხრილში პირველ ადგილს იკავებს, პარმა კი 4 ქულით მე-17 პოზიციაზეა.
1-0 სუჩიჩი 13'
2-0 ჩალჰანოღლუ 18'
3-0 ტურამი 31'