სანაკრებო პაუზის შემდეგ საკლუბო ფეხბურთი ბრუნდება და სერია A-ს მე-6 ტურში უდინეზე სტუმრად ტორინოს დაუპირისპირდება.
იტალიური გამოცემა Tuttoudinese ამ მატჩს განიხილავს და გუნდის კრიზისიდან გამოსვლის გზებზე წერს. გამოცემის თანახმად, გიორგი ჩაკვეტაძე სავარაუდოდ ძირითად შემადგენლობაში არ იქნება, რადგან ტრავმის მოშუშების შემდეგ ჯერ კიდევ ოპტიმალური ფორმის დაბრუნების პროცესშია. თუმცა, მედია მას გუნდის მთავარ საიდუმლო იარაღად და მატჩის მოსაგებ ფასდაუდებელ კოზირად მიიჩნევს.
უდინეზესთვის ეს უმნიშვნელოვანესი თამაშია, რადგან 5 ტურის შემდეგ 4 ქულით მე-13 ადგილზე იმყოფება და სეზონის ცუდ სტარტზე სწრაფი რეაგირება სჭირდება. ნიკოლო ძანიოლოს არყოფნის გამო შეტევაში შექმნილი პრობლემების ფონზე, იტალიელები სწორედ ქართველი ფეხბურთელისგან ელიან მეორე ტაიმში თამაშის გამწვავებასა და გადამწყვეტი სვლის პოვნას.
ტორინოსა და უდინეზეს დაპირისპირება 12 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.