VIDEO: ისტორია დაიწერა - კაბო ვერდე მუნდიალის პლეიოფშია
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში კაბო ვერდე საუდის არაბეთს დაუპირისპირდა.
მატჩი უგოლოდ დასრულდა და შედეგად დებიუტანტმა კაბო ვერდემ მე-3 ფრე ითამაშა, 3 ქულით კი ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა და ისტორიული შედეგი დააფიქსირა.
დაუმარცხებელმა კუნძულელებმა ჯგუფში ურუგვაი ჩამოიტოვეს და 1/16 ფინალის საგზური მოიპოვეს, სადაც მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ არგენტინას 4 ივლისს დაუპირისპირდებიან.
საფინალო სასტვენის შემდეგ კაბო ვერდეს ნაკრების წევრები და გულშემატკივრები სტადიონზე ელოდებოდნენ ურუგვაი-ესპანეთის მატჩის დასრულებას და ისტორიული შედეგი ერთად აღნიშნეს.
კაბო ვერდე გახდა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში მოსახლეობით ყველაზე პატარა ქვეყანა, რომელიც პლეიოფში გავიდა.