VIDEO: მუსლერას უხეში შეცდომა - ურუგვაი ჯგუფში ჩარჩა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში ურუგვაი ესპანეთს დაუპირისპირდა.
მატჩის ერთადერთი გოლი 42-ე წუთზე გავიდა, როცა ალექს ბაენას დარტყმული ვეტერანი მეკარის, ფერნანდო მუსლერას, უხეში შეცდომის შემდეგ კარში შევარდა.
მეორე ტაიმში ურუგვაიმ თამაშის გადარჩენა ვერ შეძლო და 2 ქულით ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა, ეს კი 8 საუკეთესო მესამეადგილოსანში მოსახვედრად საკმარისი არ აღმოჩნდა.
ჯგუფში პირველ ადგილზე ესპანეთი გავიდა 7 ქულით, მე-2 ადგილი კი დებიუტანტმა კაბო ვერდემ დაიკავა, რომელმაც სამივე მატჩი ფრედ დაასრულა და ისტორიული შედეგი დააფიქსირა.
მომდევნო ეტაპზე კაბო ვერდეს მეტოქეც უკვე ცნობილია. კუნძულელები 4 ივლისს მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ არგენტინას დაუპირისპირდებიან.