ერთა ლიგის მე-4 ტურში პორტუგალიამ საკუთარ მოედანზე ნორვეგია 2:1 დაამარცხა.
კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ პორტუგალიელებმა მეორე მატჩი ჩაატარეს და კვლავ გამარჯვება მოიპოვეს.
ანგარიში ნორვეგიელებმა 36-ე წუთზე გახსნეს, თუმცა ორ წუთშივე ჟოაო კანსელუმ ანგარიში ბრწყინვალე გოლით გაათანაბრა.
გამარჯვების გოლი კი 79-ე წუთზე გონსალო რამოშმა გაიტანა და პორტუგალიას ზედიზედ მე-4 გამარჯვება მოუტანა.
87-ე წუთზე ფრანსისკო კონსეისაუმ ერთ წუთში ორი ყვითელი ბარათი მიიღო და პორტუგალიელებმა მატჩი 10 კაცით ჩაამთავრეს.
პორტუგალიელები ჯგუფს 12 ქულით ლიდერობენ, მეორეზე დანიაა 6-ით, უელსი და ნორვეგია კი 3-3 ქულით მე-3 და მე-4 ადგილებს იყოფენ.
0-1 აიერი 36'
1-1 კანსელუ 38'
2-1 რამოში 79'