VIDEO: კარგი მოთელვა რეალის წინ — ბაიერნმა სტუმრად 5:0 მოიგო
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბუნდესლიგის 29-ე ტურში ბაიერნმა სტუმრად სანქტ პაული 5:0 გაანადგურა.
საინტერესოა, რომ ხუთივე გოლი სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა, თავი მუსიალამ, გორეცკამ, ოლისემ, ჯექსონმა და რაფაელ გერეირომ გამოიჩინეს.
მიუნხენურმა გრანდმა გუნდის ლიდერს, ჰარი კეინს რეალთან საპასუხო მატჩის წინ დასვენების საშუალება მისცა, თუმცა დამაჯერებელ გამარჯვებაში ხელი ამანაც არ შეუშალა.
ამ გამარჯვებით ბაიერნმა 76 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარ დორტმუნდის ბორუსიას უკვე 12 ქულით უსწრებს.