• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
პიტერ კრაუჩი ჰარი კეინის ფენომენზე საუბრობს
ფეხბურთიფეხბურთი

პიტერ კრაუჩი ჰარი კეინის ფენომენზე საუბრობს

4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ჰარი კეინი ამჟამად ისეთ დონეზე თამაშობს, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე თუ გაუტოლდება.


მან ევროპულ ფეხბურთში საუკეთესო მეგოლის სტატუსი კიდევ უფრო განიმტკიცა. ინგლისის ნაკრების ყოფილ ფორვარდს, პიტერ კრაუჩს მიაჩნია, რომ კეინის გამოსვლამ ბაიერნის კაპიტანი სპორტის ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს, ოქროს ბურთის მოპოვების მთავარ ფავორიტად აქცია.

სანტიაგო ბერნაბეუზე გამართულ შეხვედრაში კეინმა ჩემპიონთა ლიგაზე რეალის წინააღმდეგ კიდევ ერთი გოლი გაიტანა. ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში ბაიერნის ვარსკვლავმა ბრწყინვალედ ითამაშა და გააქარწყლა ყველა ის სტერეოტიპი, თითქოს ის დიდ თამაშებში ქრება. ამ პერფორმანსმა დაადასტურა მისი სტატუსი, როგორც მსოფლიო ფეხბურთის წამყვანი ცენტრფორვარდის, რომელსაც გადამწყვეტ მომენტებში შედეგის დადება შეუძლია. მადრიდში გატანილი გოლი მხოლოდ მორიგი სტატისტიკა არ ყოფილა.. ეს იყო განაცხადი ინდივიდუალური ჯილდოებისთვის ბრძოლაში. მან მიმდინარე სეზონში თავისი საოცარი მაჩვენებელი ბაიერნის მაისურით ჩატარებულ 40 მატჩში 49 გოლამდე გაზარდა.

კეინის მიღწევებმა კრაუჩის დიდი მოწონება დაიმსახურა. ტოტენჰემის ყოფილმა თავდამსხმელმა Paddy Power-თან საუბრისას აღნიშნა:


ეს წელი ერთ-ერთია იმ წლებს შორის, როდესაც აშკარა ლიდერი არ ჩანს. თუმცა ჰარის 40 თამაშში სადღაც 49 გოლი აქვს გატანილი. ეს ხომ წარმოუდგენელია? შეიძლება თქვათ, რომ ბუნდესლიგა არ არის ისეთი ძლიერი, როგორიც ლა ლიგა, მაგრამ სამშაბათს მთელ თამაშს ვუყურე და მათ რეალი უბრალოდ დაჯაბნეს. ანგარიში 2:1 რეალისთვის ზედმეტად კარგად გამოიყურებოდა.


წლევანდელი ოქროს ბურთის დაჯილდოება მსოფლიო ჩემპიონატს ემთხვევა, რაც გადაწყვეტილებაზე უდავოდ იქონიებს გავლენას. მიმდინარე წელს კეინმა ინგლისის ნაკრებში ექვსი გოლი გაიტანა.


ჰარი მთავარი ფიგურაა. ის გოლის გარანტიაა და მნიშვნელობა არ აქვს, ვის წინააღმდეგ თამაშობს. ის ამ მომენტში მსოფლიოში ყველაზე მომაკვდინებელი კაცია და რატომ არ უნდა იყოს ოქროს ბურთის ფავორიტი?


მსოფლიო ჩემპიონატი უდიდესი ფაქტორია და იქ მან თავი კარგად უნდა წარმოაჩინოს. თუ ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის ფინალთანაც ახლოს იქნება, ვფიქრობ, მას ოქროს ბურთის მოგების დიდი შანსი აქვს.


კრაუჩი კეინს ამჟამად ყველაზე ეფექტურ თავდამსხმელად მიიჩნევს და ხაზს უსვამს მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებისა და ჩემპიონთა ლიგაზე ბაიერნის გამოსვლის მნიშვნელობას. კეინს ჯერ კიდევ აქვს შანსი, ბუნდესლიგის დარჩენილ ექვს ტურში გოლების რაოდენობა კიდევ უფრო გაზარდოს.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

ბაიერნი
ჩემპიონთა ლიგა
ოქროს ბურთი
ჰარი კეინი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

რემონტადის მოლოდინში: ბარსელონა სასწაულისთვის ემზადება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რემონტადის მოლოდინში: ბარსელონა სასწაულისთვის ემზადება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლივერპულის კრიზისი და სლოტის პოზიცია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლივერპულის კრიზისი და სლოტის პოზიცია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლაპორტამ რეალის მარცხს დასცინა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლაპორტამ რეალის მარცხს დასცინა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლენარტ კარლი ტრავმირებულია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლენარტ კარლი ტრავმირებულია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

10 აპრ, 2026

რემონტადის მოლოდინში: ბარსელონა სასწაულისთვის ემზადება

News image

10 აპრ, 2026

ლივერპულის კრიზისი და სლოტის პოზიცია

News image

4 სთ წინ

ლაპორტამ რეალის მარცხს დასცინა

News image

10 აპრ, 2026

ლენარტ კარლი ტრავმირებულია

კომენტარები

ლინკის დაკოპირება