ლა ლიგის საჩემპიონო რბოლაში ბარსელონა უახლოეს მდევარს საგრძნობლად დასცილდა.
ლა ლიგის 31-ე ტურში, პარასკევს გამართული რეალი - ჟირონას მატჩის დასრულებისთანავე, ჟოან ლაპორტას მრჩეველმა, ენრიკ მასიპმა ინსტაგრამის პირად გვერდზე ბარსელონას პრეზიდენტთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
ახლა ბარსელონას აქვს შანსი, ლა ლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში რეალთან უპირატესობა ცხრა ქულამდე გაზარდოს, თუ კვირას ესპანიოლის წინააღმდეგ გასამართ მატჩში გამარჯვებას მოიპოვებს.
ფოტოზე ორივე მამაკაცი იღიმის: მასიპი აღმართული ცერა თითით პოზირებს, ხოლო ლაპორტა მომენტს შეკრული მუშტით აღნიშნავს. ეს ჟესტები რეალისა და ჟირონას ფრეს, ანგარიშით 1:1, მოჰყვა.
მასიპმა პოსტს ასეთი მინაწერი გაუკეთა:
„არანაირი სიტყვები, მეგობრებო!''
როგორც ესპანური გამოცემა Sport აღნიშნავს, მადრიდელთა დაბრკოლებით გამოწვეული ლაპორტას აშკარა კმაყოფილება სოციალურ ქსელებში ელვისებურად გავრცელდა. ამ ფოტომ მადრიდისტების გაბრაზება, ხოლო კატალონიურ ბანაკში დიდი მხიარულება გამოიწვია.
