VIDEO: კიდევ უფრო დიდი სხვაობით - ფუტსალის ნაკრებმა ესტონეთს ისევ სოლიდურად მოუგო
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ესტონეთთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. პირველი შეხვედრის მსგასვად, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარებული მეორე მატჩი ჩვენმა გუნდმა დიდი ანგარიშით მოიგო - 10:1.
გიორგი ღავთაძემ 4 გოლი გაიტანა, დუბლი შეასრულეს ლევან სვანიძემ და ჯანიკო გიორგაიამ. გატანილი გოლებით ასევე თავი ჯანო კვარაცხელიამ და შოთა თოფურიამ გამოიჩინეს.
ესტონეთის წინააღმდეგ ჩატარებული მატჩები ევრო 2026-სთვის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილი იყო.
ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი 2026 წლის 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება.
საქართველოს ნაკრები A ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები ლატვია, ხორვატია და საფრანგეთი იქნებიან.