ქართველმა მხედარმა, შალვა გაჩეჩილაძემ პოლონეთში გამართული ცენტრალური ევროპის ლიგის მსოფლიოს თასის შესარჩევი ტურნირი წარმატებით დასძლია და მსოფლიო თასის ფინალში ასპარეზობის უფლება მიიღო.
გაჩეჩილაძემ 10 რჩეულ სპორტსმენს შორის მოხვედრა შეძლო და მსოფლიოს თასის ფინალის საგზური ზედიზედ მეორედ მოიპოვა.
მსოფლიოს თასის ფინალი 2026 წლის აპრილში აშშ-ის ტექსასის შტატში გაიმართება.
შალვა გაჩეჩილაძემ ცხენოსნობის ოლიმპიური სახეობა კონკურის მსოფლიოს თასის ფინალში პირველად 2025 წელს იასპარეზა.