საუდის პრო ლიგის მე-5 ტურში ალ ნასრმა ალ ფათეჰი 5-1 გაანადგურა.
მასპინძელთა მხრიდან ჰეთთრიქი ჟოაო ფელიქსმა შეასრულა, ერთი გოლი კინგსლი კომანმა მიითვალა.
კრიშტიანუ რონალდუმ კი 59-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა, აქედან 1 წუთში კი პორტუგალიელმა ბრწყინვალე გოლი გაიტანა.
ეს რონალდუს კარიერაში 949-ე გოლი აღმოჩნდა, რომელიც ძალიან ლამაზი გამოვიდა.