VIDEO: კრისტალ პალასმა ასტონ ვილა დაამარცხა და FA თასის ფინალში გავიდა
26 აპრ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლონდონში, უემბლის სტადიონზე, FA თასის 1/2 ფინალური ეტაპის მატჩი გაიმართა, რომელშიც პირველი ფინალისტი გაირკვა.
კრისტალ პალასმა ასტონ ვილა 3-0 დაამარცხა და კლუბის არსებობის 119-წლიან ისტორიაში FA თასის ფინალში მესამედ გავიდა. ასტონ ვილას პირველი გოლი ებერეჩი ეზემ გაუტანა, შემდეგ კი დუბლი ისმაილა სარმა შეასრულა.
პალასი ფინალში ნოტინგემ ფორესტსა და მანჩესტერ სიტის გამარჯვებულს შეხვდება. ეს მატჩი 27 აპრილს, 19:30 საათზე გაიმართება.
ფინალი კი 17 მაისს შედგება, კრისტალ პალასი ისტორიაში პირველი FA თასის მოგებას შეეცდება.