Sky Sports-ის ინფორმაციით, ასტონ ვილას ხელმძღვანელობა კევინ დე ბრუინის პოტენციურ ტრანსფერს განიხილავს.
უკვე ოფიციალურად ცნობილია, რომ 33 წლის ნახევარმცველი სეზონის ბოლოს მანჩესტერ სიტის დატოვებს.
დე ბრუინი: "ჩემთვის მცირე შოკი იყო, სიტიმ ახალი კონტრაქტი რომ არ შემომთავაზა"
ბელგიელმა განაცხადა, რომ ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი თუ სად გააგრძელებს კარიერას და ის ნებისმიერი შემოთავაზების განსახილველად მზად არის.