კევინ დე ბრუინი გაკვირვებული დარჩა, რომ მან სიტიმ ახალი კონტრაქტი არ შესთავაზა.
32 წლის ბელგიელმა რამდენიმე კვირის წინ ოფიცილაურად დაადასტურა, რომ სიტის სეზონის ბოლოს დატოვებს.
„მცირე შოკი მქონდა. ერთი წლის განმავლობაში კლუბისგან არანაირი შემოთავაზება არ მიმიღია.
საბოლოოდ, ეს გადაწყვეტილება კლუბმა მიიღო. ცხადია, ცოტა გამიკვირდა, მაგრამ შეგუება მომიწია.
სიმართლე გითხრათ, მიმაჩნია, რომ უმაღლეს დონეზე თამაში ჯერ კიდევ შემიძლია. თუმცა ვხვდები, რომ გადაწყვეტილება კლუბის მისაღებია." - აღნიშნა დე ბრუინმა.