VIDEO: უხვგოლიანი ფრე ლონდონში - კრისტალ პალასმა ემირეითსიდან ქულა წაიღო
8 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის პრემიერ ლიგის 34-ე ტურში არსენალმა ემირეითსზე კრისტალ პალასი მიიღო.მატჩი უხვგოლიანი გამოვიდა.
შეხვედრაში ანგარიში სწრაფი გოლით გაიხსნა. მე-3 წუთზე მასპინძლები იაკუბ კივიორმა დააწინაურა.
27-ე წუთზე ებერეჩი ეზემ ეფექტური დარტყმით შეძლო ანგარიშის გათანაბრება, 42-ე წუთზე კი ლეანდრო ტროსარმა კვლავ წინ გაიყვანა არსენალი და თავის გუნდს პირველი ტაიმი მოაგებინა.
მეორე ტაიმში მხოლოდ ერთი გოლი გავიდა. 83-ე წუთზე ჟან-ფილიპ მატეტამ ეზეს მსგავსად ეფექტური დარტყმა შეასრულა და წონასწორობა აღადგინა.
არსენალმა ქულები კვლავ დაკარგა და ლივერპულთან ჩამორჩენა უკვე 12 ქულაა. მომდევნო თამაშში ტოტენჰემის დამარცხების შემთხვევაში მერსისაიდელები პრემიერ ლიგის ჩემპიონები გახდებიან.
კრისტალ პალასს კი 45 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა.