VIDEO: კუპერ ფლეგმა NBA-ის ისტორია გადაწერა - თანაც, წაგებულ მატჩში
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
დალას მავერიქსის ლიდერმა, კუპერ ფლეგმა, ორლანდოსთან წაგებულ მატჩში (127:138), NBA-ის ისტორია გადაწერა.
19 წლისა და 103 დღის ასაკში, ფლეგი ყველაზე ახალგაზრდაა, ვინც NBA-ის შეხვედრაში 50+ ქულა დააგროვა - 51 ქულა, 6 მოხსნა, 3 ასისტი. მეჯიქის თინეიჯერმა - 21-დან 13 ორქულიანი, 9-დან 6 სამქულიანი და 7-დან 7 საჯარიმო ჩააგდო.
საინტერესოა, რომ ფლეგს არათუ NBA-ში, არამედ არც ერთ სხვა დონეზე, ამაზე მეტი ქულა არასდროს ჰქონია - 2 წლის წინ, AAU-ს ეგიდით, ერთ-ერთ მატჩში 50 ქულა მიითვალა.
უშუალოდ NBA-ში, საკრამენტოს 49 ქულა ჩაუგდო (30 იანვარს), ხოლო იქამდე იუტასთან შეხვედრაში 42 ქულა დააგროვა (16 დეკემბერს).
ფლეგის ასეთი შედეგიანობის მიუხედავად, გრძელდება დალასის საშინელი საშინაო სერია - გუნდმა საკუთარ მოედანზე ზედიზედ მე-14 თამაში წააგო, რაც 1993-94 წლების სეზონის შემდეგ უგრძესია - მაშინ, უკვე დანგრეულ რეონიონ არენაზე, მიჯრით 19-ჯერ დამარცხდნენ.
მავერიქსს რეგულარულის 77 შეხვედრაში მხოლოდ 24 გამარჯვება აქვს და პლეი-ოფში გასვლის შანსი დიდი ხანია დაკარგა.