VIDEO: დაგეგმილი გამარჯვება - ტორონტომ სტუმრად მემფისი გაანადგურა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსმა, მემფის გრიზლისთან სტუმრად, საჭირო გამარჯვება სუპერ დამაჯერებლად მოიპოვა - 96:128.
კანადელებმა მეტოქეს ოთხივე მეოთხედი მოუგეს, მათგან გამორჩეული კი არ ჯეი ბერეტი გახლდათ (25 ქულა, 3 მოხსნა, 4 ასისტი), კოლინ მარეი-ბოილზმა 19 ქულა მიითვალა, ხოლო ბრენდონ ინგრამმა - 17.
რაც შეეხება მამუს, მან 20:55 წუთი ითამაშა - 4-დან 1 სამქულიანი და 1-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, ასევე, 6-დან 5 საჯარიმო გამოიყენა. შედეგად, 10 ქულასთან ერთად, 6 მოხსნა და 2 ასისტიც ჩაიწერა აქტივში.
77 შეხვედრის შემდეგ, რეპტორსს 43 მოგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის მეექვსე-მეშვიდე ადგილებს ფილადელფიასთან იყოფს - მე-6 ადგილოსანი 1/8 ფინალის პირდაპირ საგზურს იღებს.
მომდევნო თამაში ორივე გუნდს რთული აქვს - ტორონტოელები კონფერენციის მე-2 ადგილოსან ბოსტონ სელტიქსს ესტუმრებიან (5 აპრილის 23:00), ხოლო ფილადელფიელები ლიდერ დეტროიტ პისტონსს უმასპინძლებენ (5 აპრილის 03:00).