VIDEO: კვარას ასისტი და დემბელეს შედევრი — პსჟ-მ სახლში მოიგო
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სანაკრებო პაუზიდან დაბრუნებულმა პსჟ-მ ლიგა 1-ის 28-ე ტურში შინ ტულუზა 3:1 დაამარცხა.
დუბლი უსმან დემბელემ მიითვალა, რომელმაც ერთ-ერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე პასით გაიტანა, მატჩში წერტილი კი მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებში გონსალუ რამოშმა დასვა.
კვარაცხელიამ მოედანზე 68 წუთი გაატარა და შემდეგ ადგილი ნუნო მენდეშს დაუთმო, ქართველმა ამ მატჩისთვის გამოცემა SofaScore-სგან 7.0 შეფასება მიიღო.
პსჟ-მ 63 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარ ლანსს 4 ქულით უსწრებს, ტულუზა კი 37 ქულით მე-9 ადგილზეა.