VIDEO: მუსელიანის გამარჯვების გოლი - დილამ დინამო არენაზე 3 წლის შემდეგ მოიგო
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ეროვნული ლიგა 18-დღიანი პაუზის შემდეგ, მე-5 ტურის მატჩებით განახლდა. ტურის მთავარ შეხვედრას დინამო არენამ უმასპინძლა - დინამო თბილისმა გორის დილასთან 1:2 წააგო.
ანგარიში გორელთა ახალწვეულმა, ლაშა მენთეშაშვილმა გახსნა - მე-4 მატჩში მე-2 გოლი შეაგდო. ასისტის ავტორმა, კანადელმა ტრეი ფულერმა კი ჩვენს ჩემპიონატში პირველი საგოლე მოქმედება შეასრულა.
დინამოელებმა ტაიმის ბოლოს გაათანაბრეს - ბარნს ოსეის პასით, 18 წლის მარჯვენა მცველმა, გიორგი გვასალიამ ლამაზი თავური დარტყმა შეასრულა და ეროვნული ლიგის კარიერაში მე-2 გოლი გაიტანა (2026-ში პირველი).
მე-60 წუთზე, მენთეშაშვილმა უკვე საგოლე პასი მიითვალა - გოლი შეაგდო ზურაბ მუსელიანმა, რომელიც ეროვნულ ლიგაში 2-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და პირველი გოლი ჩაიწერა აქტივში.
დილამ დინამო თბილისში, ეროვნული ლიგის ეგიდით, 2023 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა, სულ კი დინამო არენაზე ბოლო ბოლო 11 ვიზიტიდან მხოლოდ 2-ჯერ გაიმარჯვა - 3 ფრე და 6 წაგება.
4-4 მატჩის შემდეგ, დილამ 6 ქულა მოაგროვა, ხოლო დედაქალაქელებს კვლავ 5 ქულა აქვთ. ჩემპიონატის ლიდერი 9-ქულიანი სპაერია, რომელსაც მიჰყვება 8-ქულიანი სამგურალი, რომელმაც დღეს რუსთავი დაამარცხა.
7 აპრილს, დილა გაგრას უმასპინძლებს, ხოლო დინამოელები ქუთაისში, ტორპედოს წინააღმდეგ ითამაშებენ.