VIDEO: კვარამ მოედანზე დაბრუნება გოლით აღნიშნა - პსჟ-მ მარსელი გაანადგურა
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლიგა 1-ის 21-ე ტურში ფრანგული კლასიკა გაიმართა.
პარი სენ-ჟერმენმა პარკ დე პრენსზე მარსელი მიიღო და 5-0 გაანადგურა.
პირველ ტაიმში პარიზელთა მხრიდან დუბლი უსმან დემბელემ შეასრულა. ფრანგმა ანგარიში ნუნუ მენდეშის პასის შემდეგ მე-12 წუთზე გახსნა, 37-ე წუთზე კი მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა საჯარიმოში და ეფექტური გოლი გაიტანა.
ჩემპიონთა ლიგაზე ნიუკასლთან მიღებული კოჭის დაზიანების შემდეგ მოედანს დაუბრუნდა ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც თამაშში 62-ე წუთზე დეზირე დუეს ნაცვლად ჩაერთო.
64-ე წუთზე ფაკუნდო მედინას ავტო-გოლით ანგარიში 3-0 გახდა, აქედან 2 წუთში კი ქართველმა შემტევმა მოედანზე დაბრუნება უსმან დემბელეს პასის შემდეგ ლამაზი გოლით აღნიშნა.
ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.
74-ე წუთზე მატჩს წერტილი კიდევ ერთმა შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელმა, კან-ინ ლიმ დაუსვა და საბოლოო ანგარიში 5-0 დააფიქსირა.
ლუის ენრიკეს გუნდს ამ მოგებით 51 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილს კვლავ სათავეში ჩაუდგა. პარიზელები მეორეადგილოსან ლანსს 2 ქულით უსწრებენ.