უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში ლონდონის არსენალმა ემირეითსზე პსჟ მიიღო.
შეხვედრა სრულად ჩაატარა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც თამაშის ერთადერთ გოლშიც მიიღო მონაწილეობა.
მე-4 წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ქართველმა უსმან დემებელეს გაუკეთა პასი, ფრანგმა კი შეტევა გოლით დაასრულა.
მატჩის დარჩენილ ნაწილში ანგარიშის მხრივ აღარაფერი შეცვლილა და პარიზელებმა სტუმრად 0-1 იმარჯვეს.
საგოლე გადაცემის ავტორმა ხვიჩა კვარაცხელიამ Sofascore-ის მიხედვით 7.4 შეფასება დაიმსახურა.
საპასუხო შეხვედრა საფრანგეთის დედაქალაქში 7 მაისს გაიმართება, პსჟ კი საქმის ბოლომდე მიყვანასა და ფინალში გასვლას შეეცდება.