ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ბარსელონა - ინტერი: ტრებლისკენ მიმავალი ბარსა და კრიზისში მყოფი ნერაძური
ფეხბურთიფეხბურთი

ბარსელონა - ინტერი: ტრებლისკენ მიმავალი ბარსა და კრიზისში მყოფი ნერაძური

29 აპრ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ჩემპიონთა ლიგის მეორე 1/2 ფინალში ბარსელონა და ინტერი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.


შეხვედრა სტადიონ მონტჟუიკზე დღეს, 30 აპრილს, 23:00 საათზე გაიმართება.


ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, ორივე ეს გუნდი ტრებლის მოგებისთვის იბრძოდა, მაგრამ თუ ბარსელონამ მისკენ თასის ფინალში რეალის მოგებით დიდი ნაბიჯი გადადგა, ინტერმა ბოლოდროინდელი ფორმით და თასზე მილანთან განადგურებით არამარტო ტრებლის შანსი დაკარგა, არამედ სეზონის დიდი ტიტულის გარეშე დასრულების რისკის ქვეშ დადგა.


მილანთან თასის ნახევარფინალში 0:3 წაგების გარდა, ინტერმა სერია ა-ში ბოლო ორი მატჩი გოლის გატანის გარეშე (ორივე 0:1) დათმო და ცხრილის ლიდერობა კონტეს ნაპოლის დაუთმო. ამიერიდან, სერია ა-ში ნერაძურიზე დამოკიდებული აღარაფერია. 


ამიტომ, თუ 1 კვირის წინ ტრებლისკენ მიმავალი გუნდების კონტექსტით ვისაუბრებდით ამ დაპირისპირებაზე, ახლა ინტერისთვის ჩემპიონთა ლიგა შესაძლოა ერთადერთი ტიტულის შანსიც იყოს. თუმცა, ჩემპიონატისგან განსხვავებით, აქ ყველაფერი უშუალოდ სიმონე ინძაგის ბიჭების ხელშია, თუმცა მეტოქე ძალიან კარგ ფორმაში მყოფი, მაგრამ თასის ფინალში დამატებითი დროის გამოვლილი ბარსელონაა.


პირველი შეხვედრა მონტჟუიკზე გაიმართება, სადაც ინტერს გარკვეულწილად ხელს აძლევს, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში, ფინალისტის ვინაობა მომავალ კვირაში, მილანში გასამართ მატჩში გაირკვევა. 


ორივე გუნდი თამაშს საკადრო პრობლემებით ხვდება - ბარსელონას მხრიდან მატჩს ალექს ბალდე და რობერტ ლევანდოვსკი გამოტოვებენ, ასევე ვერ დაეხმარებიან ფლიკის გუნდს კასადო და ბერნალიც, რომლებიც დიდი ხანია ტრავმებს ებრძვიან. ინტერს რაც შეეხება, დანამდვილებით ვერ ითამაშებენ კორეა, კარბონი და პავარი. ასევე, ეჭვქვეშ არის მარკუს ტურამის მონაწილეობაც - ფრანგი რამდენიმე კვირაა კუნთის პრობლემების გამო მოედანზე არ გასულა და ბოლომდე მზად ახლაც არ არის.


ურთიერთშეხვედრები


ბარსელონას და ინტერის გზები საფეხბურთო მოედანზე 16-ჯერ გადაიყარა და ტოტალურ უპირატესობას ბარსა ფლობს: 8 მოგება, 3 ფრე, 5 მარცხი. უკანასკნელი მატჩები გუნდებმა 2022/23 სეზონის ჯგუფურ ეტაპზე გამართეს, სადაც იტალიაში ინტერმა 1:0 მოიგო, კატალონიაში კი ფრე 3:3 ითამაშეს. 


უკანასკნელი გამარჯვება ბარსელონამ 2019/20 სეზონის ჯგუფურ ეტაპზე მოიპოვა, სადაც ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით 2:1 მოიგო.


არბიტრი


მატჩს ფრანგი არბიტრების ბრიგადა გაუძღვება კლემან ტურპენის მეთაურობით, რომელმაც ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის 6 მატჩზე იმსაჯა და ჯამში 9 ყვითელი ბარათი უჩვენა ფეხბურთელებს.


ატალანტა 0:0 არსენალი (1 ყვითელი, 1 პენალტი)

ზაგრები 0:3 დორტმუნდი (4 ყვითელი)

იუვენტუსი 2:0 მან სიტი (3 ყვითელი)

ასტონ ვილა 4:2 სელტიკი (1 პენალტი)

მან სიტი 2:3 რეალი (1 პენალტი)

რეალი 2:1 ატლეტიკო (1 ყვითელი).


სავარაუდო შემადგენლობები:


ბარსელონა: შესნი, კუნდე, კუბარსი, ინიგო მარტინესი, ხერარდ მარტინი, დე იონგი, პედრი, იამალი, ოლმო, რაფინია, ფერან ტორესი


ინტერი: ზომერი, აუგუსტო, აჩერბი, ბასტონი, დუმფრისი, ჩალჰანოღლუ, მხითარიანი, ბარელა, დიმარკო, ლაუტარო, ტურამი (?).


ჩემპიონთა ლიგის BLITZ გურუ - ბარსელონა VS ინტერი

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

ბარსელონა
ჩემპიონთა ლიგა
ინტერი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

News image

11 სთ წინ

ბარსელონას შოკისმომგვრელი შეთავაზება

News image

2 სთ წინ

რეალი — ბაიერნი: ევროპული კლასიკო განსხვავებული განწყობით

News image

11 სთ წინ

მსოფლიოს 20 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი

News image

10 სთ წინ

ატლეტიკოსა და ბარსელონას მატჩების სერია იწყება

კომენტარები

ლინკის დაკოპირება

ბარსელონას შოკისმომგვრელი შეთავაზება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსელონას შოკისმომგვრელი შეთავაზება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რეალი — ბაიერნი: ევროპული კლასიკო განსხვავებული განწყობით

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რეალი — ბაიერნი: ევროპული კლასიკო განსხვავებული განწყობით
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მსოფლიოს 20 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მსოფლიოს 20 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ატლეტიკოსა და ბარსელონას მატჩების სერია იწყება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ატლეტიკოსა და ბარსელონას მატჩების სერია იწყება
•ფეხბურთი

ფეხბურთი