ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/2 ფინალში პსჟ-მ არსენალი სტუმრად 1:0 დაამარცხა.
ამ მატჩში მეთოფეების 12-მატჩიანი წაუგებელი სერია დასრულდა - 6 ფრე, 6 მოგება.
აქამდე, უკანასკნელი მარცხი არსენალს პრემიერ ლიგის 26-ე ტურში, ვესტ ჰემთან ჰქონდა განცდილი (0:1).
მას შემდეგ, გუნდმა იფსვიჩს, რეალს (2), ფულემს, ჩელსის და პსვ-ს მოუგო, ხოლო კრისტალ პალასთან, ბრენტფორდთან, ევერტონთან, მან იუნაიტედთან და ნოტინგემთან ფრე ითამაშა.