პარი სენ-ჟერმენმა არსენალის დამარცხება ისტორიაში პირველად მოახერხა.
ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/2 ფინალში პარიზელებმა სტუმრად 1:0 უსმან დემბელეს გოლით მოიგეს.
აქამდე გუნდები 5-ჯერ შეხვდნენ - 3 შეხვედრა ფრედ დასრულდა, 2-ჯერ კი გამარჯვება არსენალმა იზეიმა.
საპასუხო დაპირისპირება პარიზში 7 მაისს გაიმართება.