VIDEO: დრამატული მატჩი სენტ ჯეიმს პარკზე - ლივერპულს კაცნაკლულ ნიუკასლთან 16 წლის ბავშვმა მოაგებინა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის მე-2 ტურში ლივერპულმა ნიუკასლთან მატჩში ურთულესი გამარჯვება მოიპოვა.
სენტ-ჯეიმს პარკზე გამართული შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 2:3 დასრულდა.
პირველ ტაიმში გრავენბერხმა ლივერპული დააწინაურა, რის შემდეგაც ვან დაიკზე უხეშობისთვის გორდონი გააძევეს, რამაც ნიუკასლი 10 კაცით დატოვა.
შესვენების შემდეგ ეკიტიკემ სხვაობა ორამდე გაზარდა, თუმცა დარჩენილ დროში მასპინძლებმა ორი გოლის გატანა და თამაშში დაბრუნება შეძლეს. თუმცა, მსაჯის მიერ მე-10 კომპენსირებულ დროში ლივერპულს გამარჯვება 16 წლის რიო ნგუმოჰამ მოუტანა, რომლისთვისაც ეს პრემიერ ლიგის სადებიუტო მატჩი იყო.
სლოტის გუნდმა მეორე გამარჯვება მოიპოვა და 6 ქულა დააგროვა.
ლივერპულის ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი კვლავ თადარიგში დარჩა - ის თავის ოფიციალურ დებიუტს ჯერ კიდევ ელოდება.