ჯეკ გრილიშმა აღიარა, რომ მან სიტიში ფეხბურთისგან სიამოვნებას ვეღარ იღებდა.
ინგლისელი შემტევი სეზონის დაწყებამდე იჯარის წესით ევერტონში გადავიდა.
„მთავარია - ყოველდღიურად სიამოვნების მიღება ფეხბურთისა და თამაშისგან.
ვფიქრობ, ბოლო რამდენიმე წელიწადში ფეხბურთი არ გადმაიყვარდა, თუმცა ვეღარ ვიღებდი ისეთ სიამოვნებას, როგორც საჭირო იყო.
ფეხბურთ უზომოდ მიყვარს და მინდა კვლავ მქონდეს ის გრძნობა, როცა მატჩის დღეს იღვიძებ და ერთი სული გაქვს, მოედანზე შეხვიდე. სწორედ ეს შეგრძნება მქონდა ბრაიტონთან მატჩის წინ და იმედია, ეს ჩემს თამაშზეც აისახა.
ზაფხულში ვიგრძენი, რომ ცვლილებების დრო მოვიდა. როგორც კი დევიდ მოიესს ველაპარაკე, მივხვდი, რომ სწორედ ევერტონში მინდოდა გადმოსვლა.
ბევრი მიზეზი იყო, რის გამოც წასვლა მინდოდა და ამ თამაშმა აჩვენა, რომ არ შევმცდარვარ." - აღნიშნა გრილიშმა.
ბრაიტონთან განვლილ მატჩში ინგლისელმა ორი საგოლე პასი მიითვალა.