ტოტენჰემმა კომოს ნახევარმცველის, ნიკო პასის შეძენა სცადა.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ლონდონურმა კლუბმა კომოს არგენტინელის სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო.
უარის თქმის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მადრიდის რეალია, რომელიც ფეხბურთელის უფლებების 50%-ს ფლობს და პასის გამოსყიდვა ნებისმიერ დროს შეუძლია.
რეალი პასის გამოსყიდვას ამ ზაფხულსაც განიხილავდა, თუმცა მისი კიდევ ერთი წლით იტალიაში დატოვება გადაწყვიტა.
მადრიდელების გეგმით, პასი კიდევ ერთ სეზონს კომოში გაატარებს, რის შემდეგაც რეალი ფეხბურთელს 10 მილიონ ევროდ გამოისყიდის. უდიდესი ალბათობით, 2026-დან არგენტინელი სამეფო კლუბში ითამაშებს.