VIDEO: ლუკა შეუჩერებელია - დონჩიჩის რეკორდი და ლეიკერსი კვლავ იგებს
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ის რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში ლოს ანჯელეს ლეიკერსი საკრამენტო კინგსს შეხვდა და 116-103 მოუგო.
რა თქმა უნდა, ლეიკერსს ლუკა დონჩიჩმა ულიდერა, რომელიც საოცარ ფორმაშია. სლოვენიელმა 35 წუთში 40 ქულა, 9 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
დონჩიჩმა 40 ქულა ზედიზედ მე-3 მატჩში მიითვალა. ჯამში კი 35+ ქულა, 5+ ასისტი და 5+ სამქულიანი ზედიზედ მე-6 შეხვედრაში დააგროვა, ეს კი NBA-ის ისტორიაში ყველაზე გრძელი სერიაა, რითაც დემიენ ლილარდის შედეგი (2020 წელი) გააუმჯობესა.
საკრამენტოსთან 19 წუთი თამაშა სანდრო მამუკელაშვილმა, რომლის ანგარიშზეც 2 ქულა, 6 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა იყო.
ლეიკერსმა 9 მატჩიდან 7 მოიგო და ამ შედეგით დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა. მათზე წინ მხოლოდ პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი და ჰიუსტონ როკეტსი არიან.