იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
„ასეთი კალათბურთელი ძალიან ცოტაა“ - ლეიკერსის მწვრთნელი მამუკელაშვილზე
კალათბურთიკალათბურთი
ქართულიქართული

„ასეთი კალათბურთელი ძალიან ცოტაა“ - ლეიკერსის მწვრთნელი მამუკელაშვილზე

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

NBA-ში რამდენიმე სეზონის განმავლობაში სხვადასხვა გუნდში თამაშისა და საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენის მცდელობის შემდეგ, სანდრო მამუკელაშვილმა გასულ სეზონში ტორონტო რეპტორსის შემადგენლობაში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა.


ქართველმა კალათბურთელმა 80 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, წლის საუკეთესო მე-6 მოთამაშის გამოკითხვაში მე-10 ადგილი დაიკავა და კარიერის საუკეთესო საშუალო მაჩვენებლები დააფიქსირა - 11.2 ქულა, 4.9 მოხსნა და 1.9 შედეგიანი გადაცემა მატჩში.


ამასთან, მამუკელაშვილი სამქულიანებს 38.9%-იანი სიზუსტით ისროდა, ხოლო სამწამიანი ზონის შიგნიდან მისი სროლების სიზუსტე 64.2%-ს შეადგენდა.


ზაფხულში ქართველის წარმატებული სეზონი ლოს ანჯელეს ლეიკერსს შეუმჩნეველი არ დარჩენია და კლუბმა მასთან 4-წლიანი, 52 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა.


მიუხედავად იმისა, რომ მამუკელაშვილი მიმდინარე სეზონში სამქულიანებს ჯერჯერობით გასულ წელთან შედარებით ნაკლები სიზუსტით ისვრის (21 მცდელობიდან 7 ზუსტი — 33.3%), მისი მრავალფეროვანი შეტევითი თამაში, რომელიც მოიცავს ფარისკენ შესვლებს, შედეგიან გადაცემებსა და მოედანზე სივრცეების შექმნას, ლეიკერსის შეტევას მნიშვნელოვნად აძლიერებს.


Databallr-ის მონაცემებით, მამუკელაშვილის მოედანზე ყოფნისას ლეიკერსის შეტევითი რეიტინგი 4.4 ქულით უკეთესია.


კერძოდ, ქართველი კალათბურთელის მონაწილეობით გუნდი 100 შეტევაზე საშუალოდ 122.0 ქულას აგროვებს, მის გარეშე კი - 117.6-ს.


თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ეს სტატისტიკა სეზონის მხოლოდ პირველ 7 შეხვედრას ეფუძნება და მონაცემთა მოცულობა ჯერ მცირეა.


ის შეტევაში ძალიან იშვიათი ტიპის მოთამაშეა, რადგან გარკვეულ სიტუაციებში თავად შეუძლია უპირატესობის შექმნა.


მაგალითად, თუ მას მეტოქის ცენტრი მეურვეობს და სანდრო პიკ-ენდ-პოპის შემდეგ თავისუფალ სივრცეში გადის, ეს უკვე უპირატესობის შექმნაა“, - განუცხადა ლეიკერსის მთავარმა მწვრთნელმა ჯეი ჯეი რედიკმა ჟურნალისტებს.


„ის ძალიან კარგად მოქმედებს თანაგუნდელის სროლის შემდეგ ბურთისთვის ბრძოლაში, მოკლე ჩაჭრებსა და კალათისკენ მოძრაობებში, ასევე დამცველის ზურგს უკან თავისუფალ სივრცეში გასვლისას. ესეც უპირატესობის შექმნის გზებია.


ამრიგად, მას შეუძლია უპირატესობის შექმნა, ხოლო სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი, დაახლოებით ნახევარ წამში, სროლისა და შეტევის დასრულების შესაძლებლობებთან ერთად, საშუალებას აძლევს, შექმნილი უპირატესობა ქულებად აქციოს. ამ ყველაფერთან ერთად, ის გუნდის შეტევითი მოქმედებების დამაკავშირებელი რგოლიცაა.


ძალიან ცოტაა ისეთი კალათბურთელი, რომელსაც შეტევაში სამივე ფუნქციის შესრულება შეუძლია, სანდრო კი სწორედ ასეთია.


მამუკელაშვილის მრავალფეროვანი სათამაშო უნარები ლეიკერსს საშუალებას აძლევს, ის შეტევაში სხვადასხვა როლში გამოიყენოს.


ქართველ კალათბურთელს შეუძლია ბურთის გარეშე სივრცეების გახსნა ან თანაგუნდელებისთვის ბლოკების დაყენება.


მას ასევე შეუძლია მეტოქის დაცვის წინააღმდეგ ფარისკენ შეტევა იმ მომენტებში, როდესაც ლუკა დონჩიჩი და ოსტინ რივზი მეტოქის დაცვით სისტემას არღვევენ და დამცველებს რთულ მდგომარეობაში აყენებენ.


გარდა ამისა, მამუკელაშვილს შეუძლია შეტევის ორგანიზებაში აქტიური მონაწილეობა და თანაგუნდელებისთვის მომენტების შექმნა, რაც დონჩიჩსა და რივზს შეტევების წარმართვის პასუხისმგებლობას უმსუბუქებს.


ქართველი კალათბურთელის თამაშში ბევრი დადებითი ასპექტია და ეს ყველაფერი სეზონის საწყის შეხვედრებშივე ნათლად გამოჩნდა.


VIDEO: მამუკელაშვილის მორიგი კარგი მატჩი - დონჩიჩი მაიამიმაც ვერ გააჩერა

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ლოს ანჯელეს ლეიკერსი
სანდრო მამუკელაშვილი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: მამუს მორიგი კარგი მატჩი - დონჩიჩის გარეშე ლეიკერსმა დერბი მოიგო

•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: მამუს მორიგი კარგი მატჩი - დონჩიჩის გარეშე ლეიკერსმა დერბი მოიგო
•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: სტეფ კარის სიგიჟე დონჩიჩთან და ისტორიული ქამბექი ლეიკერსთან

•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: სტეფ კარის სიგიჟე დონჩიჩთან და ისტორიული ქამბექი ლეიკერსთან
•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: სანდრო ყოფილი გუნდის წინააღმდეგ და დონჩიჩის ბრწყინვალე მატჩი

•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: სანდრო ყოფილი გუნდის წინააღმდეგ და დონჩიჩის ბრწყინვალე მატჩი
•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: მამუკელაშვილის მორიგი კარგი მატჩი - დონჩიჩი მაიამიმაც ვერ გააჩერა

•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: მამუკელაშვილის მორიგი კარგი მატჩი - დონჩიჩი მაიამიმაც ვერ გააჩერა
•კალათბურთი

კალათბურთი

News image

29 ოქტ, 2026

VIDEO: მამუს მორიგი კარგი მატჩი - დონჩიჩის გარეშე ლეიკერსმა დერბი მოიგო

News image

31 ოქტ, 2026

VIDEO: სტეფ კარის სიგიჟე დონჩიჩთან და ისტორიული ქამბექი ლეიკერსთან

News image

02 ნოე, 2026

VIDEO: სანდრო ყოფილი გუნდის წინააღმდეგ და დონჩიჩის ბრწყინვალე მატჩი

News image

2 სთ წინ

VIDEO: მამუკელაშვილის მორიგი კარგი მატჩი - დონჩიჩი მაიამიმაც ვერ გააჩერა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება