NBA-ის რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში კალიფორნიული დერბი შედგა, სადაც ლოს ანჯელეს ლეიკერსი ლოს ანჯელეს კლიპერსს დაუპირისპირდა.
პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსთან მარცხის შემდეგ, ლეიკერსმა ლუკა დონჩიჩის გარეშე ითამაშა, თუმცა კლიპერსის დამარცხება მაინც მოახერხა (87-103).
გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში 10+ ქულა ექვსმა მოთამაშემ დააგროვა, მათ შორის იყო სანდრო მამუკელაშვილიც.
ქართველმა 30 წუთი ითამაშა, რა დროშიც 13 ქულა, 8 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, მისი 10 ორქულიანიდან 6 ზუსტი იყო.
სეზონის სტარტზე ჩატარებული 5 მატჩის შემდეგ, ლეიკერსს 4 მოგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა.
მომდევნო მატჩში, რომელიც 31 ოქტომბერს გაიმართება, მამუკელაშვილისა და მისი გუნდის მეტოქე გოლდენ სტეიტ უორიორსი იქნება.