ლოს ანჯელეს ლეიკერსის ლეგენდარულმა მოთამაშემ, ჯეიმს უორთიმ ბაირონ სკოტის პოდკასტში (Fast Break) სანდრო მამუკელაშვილზე ვრცლად ისაუბრა.
NBA-ის სამგზის ჩემპიონმა, რომლის 42-ნომრიანი მაისურიც ლეიკერსში ხმარებიდანაა ამოღებული, აღნიშნა, რომ ქართველი კალათბურთელი მისთვის ყველაზე დიდი და სასიამოვნო სიურპრიზი იყო.
უორთის თქმით, მას ძალიან მოსწონს მამუს თამაშის სტილი, რადგან ის ორივე ხელით კარგად მოქმედებს და გარკვეულწილად დომანტას საბონისსაც აგონებს, თუმცა მათ შორის სხვაობებსაც ხედავს. ვეტერანმა კალათბურთელმა ხაზი გაუსვა მამუკელაშვილის ცაციას, მის უნარს, ბურთის გადაწოდებისთანავე დააყენოს ბლოკი, სწრაფად გავიდეს სამქულიანის ხაზთან და თანაგუნდელებს ბრწყინვალე პასები დაურიგოს.
1988 წლის ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშემ (MVP) ასევე ისაუბრა მამუს ფიზიკურ მონაცემებსა და დაცვით უნარებზე. უორთი თვლის, რომ სანდრო მრავალმხრივი მოთამაშეა, საკმარისად ძლიერია დაცვაში ჭკვიანურად სათამაშოდ და კარგად ესმის თავისი დავალებები მოედანზე. დასასრულს მან დასძინა, რომ ქართველს შეუძლია გუნდისთვის ექს-ფაქტორად იქცეს.
გარდა ამისა, 7-გზის ყველა ვარსკვლავის მატჩის მონაწილემ ლეიკერსის მიმდინარე სეზონის შანსებზეც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, ჯეი ჯეი რედიკისა და მისი სამწვრთნელო შტაბის ტაქტიკაზე ბევრი რამაა დამოკიდებული, თუმცა გუნდმა დასავლეთ კონფერენციაში ადგილი საუკეთესო ხუთეულში, ან უკიდურეს შემთხვევაში მეექვსე პოზიციაზე უნდა დაიკავოს.