VIDEO: მამუკელაშვილის მორიგი კარგი მატჩი - დონჩიჩი მაიამიმაც ვერ გააჩერა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში ლოს ანჯელეს ლეიკერსი მაიამი ჰიტს დაუპირისპირდა და 138-117 დაამარცხა.
მორიგი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა ლუკა დონჩიჩმა, რომელმაც 36 წუთში 42 ქულა, 7 მოხსნა და 13 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
მაიამიდან კი საუკეთესო იანის ანტეტოკუნმპო იყო, რომელმაც 34 წუთში 30 ქულა, 12 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა აქტივში.
სათამაშოდ 28 წუთი მიეცა სანდრო მამუკელაშვილს, რომელმაც ამ დროში 13 ქულის, 3 მოხსნისა და 4 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. ქართველმა 5-დან 3 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
კიდევ ერთხელ აღსანიშნავია ლუკა დონჩიჩის საოცარი ფორმა, რომლის ბოლო 5 მატჩის სტატისტიკაც ასეთია:
42 ქულა, 7 მოხსნა, 13 ასისტი
45 ქულა, 15 მოხსნა, 6 ასისტი
37 ქულა, 7 მოხსნა, 5 ასისტი
41 ქულა. 5 მოხსნა, 9 ასისტი
52 ქულა, 8 მოხსნა, 10 ასისტი
ლოს ანჯელეს ლეიკერსს 8 მატჩში 6 მოგება აქვს და ამ შედეგით დასავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზე იმყოფება. მათზე წინ ჰიუსტონ როკეტსი, მემფის გრიზლისი და პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი არიან.