მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ნაპოლიმ მესამე ფორმა წარადგინა, რომელიც იაპონური ელემენტებით არის გადაწყვეტილი.
ინსპირაცია ნეაპოლისა და იაპონური ქალაქის კაგოშიმას მეგობრობაა, რომელიც სათავეს 1960 წლიდან იღებს. მიუხედავად სიშორისა, ეს ორი ადგილი საერთო მახასიათებლებს იზიარებს.
ორივე მათგანი საპორტო ქალაქია და მათი ლანდშაფტის ნაწილი ვულკანებია: ვეზუვი ნეაპოლში და საკურაჯიმა კაგოშიმაში.
ორივე ქალაქში მეგობარი ქალაქის ქუჩებიცაა: "ნაპოლი-დორი" კაგოშიმაში და "ვია კაგოშიმა" ნეაპოლში.
ემპორიო არმანისთან კოლაბორაციით შექმნილი ფორმის წარდგენა სპეციალური ვიდეოთი მოხდა, რომლის მთავარ როლშიც ხვიჩა კვარაცხელიაა. "მებრძოლის გზა" - ასეთია ვიდეოს სახელწოდება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები