ბრაზილიის სერია ა-ს 22-ე ტურში ბოტაფოგოსა და ფლუმინენსეს მატჩი 1-1 დასრულდა.
შეხვედრის 67-ე წუთზე მასპინძელთა მეკარე ვარლესონმა ბურთი უცნაურად მოიგერია.
ბრაზილიელმა მეკარემ საჯარიმოს შიგნიდან მეტოქის დარტყმული ბურთი კუთხურზე თავით გადააგდო და საკუთარი გუნდი ასე იხსნა.
ვარლესონი მოგერიების შემდეგ გაბრუებული მოედანზე დაეცა, თუმცა მალევე წამოდგა და თამაში გააგრძელა.