ბრაზილიის სერია ა-ს 22-ე ტურის მატჩში კორიტიბამ შაპეკოენსე 2-1 დაამარცხა.
კორიტიბას ფეხბურთელმა ჟასი მარანაომ შეხვედრის 44-ე წუთზე გოლი გაიტანა.
თუმცა, საბოლოოდ ყველაფერი ცუდად დასრულდა. VAR-ის ჩარევის შემდეგ გოლი გაუქმდა. აღნიშვნის დროს ჟასი სარეკლამო ბარიერებზე გადახტა და გასახდელებისკენ მიმავალ გვირაბში ჩავარდა.
ამ დაცემის შედეგად 29 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი დაშავდა და მოედნის დატოვება მოუწია.