ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში ნორვეგიასთან მარცხის (1:2) შემდეგ საკუთარ შეცდომაზე ღიად ისაუბრა.
– ისევ რომ მოგიწიოთ ნორვეგიის წინააღმდეგ თამაში, როგორი იქნებოდა თქვენი ტაქტიკა?
– „ვფიქრობ, მეორე ტაიმში წყლის შესვენებამდე გუნდი მოედანზე კარგად იყო განლაგებული. პენალტის გატანის შესაძლებლობა გვქონდა, შანსი ჰქონდა ენდრიკსაც.
წყლის შესვენების შემდეგ გუნდის სტრუქტურა შევცვალე – და თამაშზე კონტროლი დავკარგეთ. ეს ჩემი თვითკრიტიკაა“.
– მეორე ტაიმში მოედანზე ნეიმარი გამოვიდა, ენდრიკმა ფლანგზე გადაინაცვლა, რაიანმა, მარტინელიმ და მათეუს კუნიამ კი მოედანი დატოვეს. ფიქრობთ, რომ ეს საკვანძო მომენტი იყო?
– „რაღაც შეიცვალა. ფლანგებზე კონტროლი ცოტათი დავკარგეთ.
ნეიმარის მოედანზე შეყვანით ვფიქრობდი, როგორ გამომესწორებინა ვითარება და დამებრუნებინა თამაშზე კონტროლი. მინდოდა შეტევას მეტი მაღალი კლასის მოთამაშე დამატებოდა, რათა მატჩი მოგვეგო. ეს გადაწყვეტილების ნაწილი იყო.
პლეი-ოფის მატჩებში გადაწყვეტილებების მიღება გიწევს. ეს იაპონიასთან შეხვედრას ჰგავდა.
ზოგჯერ გადაწყვეტილებები სწორია, რადგან შედეგი ამას ამართლებს. ზოგჯერ კი გადაწყვეტილებები ძალიან ცუდია, რადგან შედეგი საპირისპიროს აჩვენებს“, – განაცხადა კარლო ანჩელოტიმ.