ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ გუნდის წინაშე არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.
სამხრეთამერიკელები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში ნორვეგიის ნაკრებთან 1:2 დამარცხდნენ.
– ეროვნულ გუნდში უკვე ერთი წელი იმუშავეთ. თქვენი აზრით, რა არის ნაკრების ყველაზე დიდი პრობლემა? რა აკლია გუნდს ტიტულებისთვის ბრძოლაში?
„გუნდის თამაშის სტილი ფეხბურთელების ინდივიდუალურ თვისებებს უნდა ეფუძნებოდეს.
იმის გამო გაგვაკრიტიკეს, რომ ნორვეგიასთან შედარებით ბურთს ნაკლებად ვფლობდით (34% 66%-ის წინააღმდეგ). თუმცა, ჩვენი ფეხბურთელების მონაცემები ბურთის ფლობაზე დამყარებულ ფეხბურთს არ შეესაბამება.
როდესაც შემადგენლობაში ისეთი ფეხბურთელები გყავს, როგორებიც ვინისიუსი, ენდრიკი, ესტევაო და რაფინია არიან, ბურთის უაზროდ ფლობა საჭირო არ არის.
საჭიროა სწრაფი, ვერტიკალური ფეხბურთის ჩვენება. თამაშის სტილი სწორედ მოთამაშეთა შესაძლებლობებს ეფუძნება.
თუ მომავალში ახალი ფეხბურთელები გამოჩნდებიან – მაგალითად, მაღალი კლასის ნახევარმცველი – მაშინ, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნება ბურთის ფლობაზე დამყარებული ფეხბურთის თამაში“.