ESPN-მა 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგების მთავარი პრეტენდენტების რეიტინგი შეადგინა.
სიის მომზადებაში 19 ჟურნალისტი მონაწილეობდა. თითოეულ მათგანს 15 ნაკრები უნდა დაესახელებინა, სადაც პირველი ადგილი მომავალ ჩემპიონს ერგებოდა, ხოლო მე-15 - გუნდს, რომელსაც სიურპრიზის შეთავაზება შეუძლია, თუმცა ფავორიტებში არ შედის.
საბოლოო რეიტინგი ასე გადანაწილდა:
1. ესპანეთი (19-დან 15-მა ჟურნალისტმა პირველ ადგილზე დააყენა)
2. საფრანგეთი (4 პირველი ადგილი)
3. ინგლისი
4. პორტუგალია
5. ბრაზილია
6. მაროკო
7. არგენტინა
8. გერმანია
9. ნორვეგია
10. ნიდერლანდები
11. ბელგია
12. იტალია
13. კოლუმბია
14. იაპონია
15. მექსიკა.