იტალიის თასის 1/2 ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში მილანური დერბი გაიმართა. პირველი შეხვედრა მილანსა და ინტერს შორის 1-1 დასრულდა.
საპასუხო თამაშში ანგარიში 36-ე წუთზე ლუკა იოვიჩმა გახსნა და როსონერის პირველი ტაიმი 0-1 მოაგებინა.
მეორე ტაიმის სტარტზე სერბმა თავდამსხმელმა დუბლი შეასრულა და სხვაობა ორამდე გაზარდა.
85-ე წუთზე კი მატჩს წერტილი ტიჯანი რეინდერსმა დაუსვა და მილანმა ინტერი 0-3 გაანადგურა.
როსონერი იტალიის თასის ფინალში გავიდა, სადაც სავარაუდოდ ბოლონიას შეხვდება, რომელმაც პირველ მატჩში ემპოლი 0-3 დაამარცხა.
36' იოვიჩი 0-1
49' იოვიჩი 0-2
85' რეინდერსი 0-3