VIDEO: მიქაუტაძემ თავის გუნდს მოაგებინა და მატჩის საუკეთესოც გახდა!
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგის 29-ე ტურში ვილიარეალმა საკუთარ მოედანზე სოსიედადი 3:1 დაამარცხა.
ქართველმა ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ მატჩი სასტარტოში დაიწყო და 23-ე წუთისთვის უკვე ორ საგოლე ქმედებაში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული.
ჟორჟმა მე-15 წუთზე თავად გაიტანა, 23-ზე კი ნიკოლა პეპეზე საგოლე გადაცემა მიითვალა და ვილიარეალმა გამარჯვებულის ვინაობა მატჩის პირველივე მეოთხედში დახურა.
აღსანიშნავია, გატანილი გოლი ქართველმა ბომბარდირმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას მიუძღვნა, რომელიც 17 მარტს გარდაიცვალა.
მიქაუტაძემ მოედანზე 89 წუთი გაატარა და ლა ლიგისგან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაც დაისაკუთრა.
ვილიარეალმა 58 ქულა დააგროვა და მე-3 ადგილზე გადაინაცვლა, მეოთხეზე მყოფ ატლეტიკოს 57 ქულა აქვს და ამ ტურში გუნდი თავის მატჩს სანტიაგო ბერნაბეუზე კვირას საღამოს, მადრიდის რეალის წინააღმდეგ გამართავს.