ლა ლიგის ფეხბურთელებმა ის მწვრთნელი დაასახელეს, რომლის ქცევაც მატჩების დროს ყველაზე მეტად გამაღიზიანებელია.
ESPN-მა 30 ფეხბურთელი გამოკითხა, რომლებმაც ანონიმურობის შენარჩუნება ისურვეს. გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ 43,3%-ით ყველაზე მეტად ატლეტიკოს დამრიგებლის, დიეგო სიმეონეს ქცევით არიან უკმაყოფილოები.
ხეტაფეს მწვრთნელი პეპე ბორდალასი 23,3%-მა აირჩია, ხოლო ვილიარეალის თავკაცი მარსელინო – 13,3%-მა. სიაში ასევე მოხვდნენ მიჩელი ჟირონადან (6,6%) და ჩაბი ალონსო (3,3%), რომელიც რეალიდან უკვე დათხოვნილია.
ერთ-ერთმა გამოკითხულმა მოთამაშემ აღნიშნა: „სიმეონეს ძალიან უყვარს მეტოქეების პროვოცირება“. სხვა ფეხბურთელმა კი დასძინა: „ბორდალასი ყველაფერზე წუწუნებს“.