ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა, ბარსელონას საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები შეაფასა.
ჟოან ლაპორტამ ვიქტორ ფონტი დამაჯერებლად დაამარცხა და ხმების 68% მოიპოვა. ტებასმა აღნიშნა, რომ ეს გამარჯვება ბევრ რამეზე მეტყველებს:
„ის სხვაობა, რომლითაც მან ვიქტორ ფონტს აჯობა, ბევრ რამეს ამბობს. რაც შეგვეხება ჩვენ, არის საწყისი ეტაპის ლაპორტა და არის ახლანდელი — მართვის თვალსაზრისით ეს სხვა ბარსელონაა. კლუბმა უწყვეტობა აირჩია. სპორტული კუთხით მათგან მეტის მოთხოვნა ნამდვილად რთულია.
ფონტი ამბობდა, რომ არჩევანი მესისა და ჩავის ან ეჩევარიასა და ტებასს შორის კეთდებოდა. გამოდის, მათ ეჩევარია და ტებასი აირჩიეს. ამას, რა თქმა უნდა, ხუმრობით ვამბობ“, – განაცხადა ტებასმა.